პრეზიდენტი ოცნებას: ისე ახსენებთ ქალებს, სჯობს არ მოიხსენიოთ - დაკარგეთ ზრდილობა

პრეზიდენტი ოცნებას: ისე ახსენებთ ქალებს, სჯობს არ მოიხსენიოთ - დაკარგეთ ზრდილობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დღეს ქართული ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას და თქვა, რომ მათ "ელემენტარული ქართული ზრდილობა დაკარგეს".

"მინდა მივმართო ოცნებას და ოცნების წარმომადგენლებს - გილოცავთ ბატონებო, რამე თუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის. [...]", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას დეპუტატი ქალები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოტ*ვნელი ქალები" უწოდა.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.

***

დღეს პარლამენტში კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, რასაც პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა, მათ კი ქართული ოცნება უჭერს მხარს, რომელმაც თავის დროზე ეს კანონპროექტი მიიღო.

არსებული ნორმით, პარტიები ვალდებულნი არიან, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი იყოს. კანონპროექტი კი ამ ვალდებულებას აუქმებს.