საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მზადაა, მეორე ვადით პრეზიდენტობაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ზურაბიშვილმა ამაზე Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორი იქნება პოლიტიკური მომავალი მანდატის ამოწურვის შემდეგ, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა:
"მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან"- თქვა ზურაბიშვილმა.