მინდა მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან და დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიასა გვიზიარებენ. მინდა მივმართო მათ - რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს. იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებული არის კანონი და უკვე, პრაქტიკულად, ეს კანონია. ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მიერ ამ ბოლოს დროს და ერთი მეორეს მერე გვაშორებს ევროპული გზიდან. ასე რომ, კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა იმ გაზის გამოშვებისა და ძალადობისა, რომელიც არაა საჭირო გამოვიწვიოთ.
დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება ძალადობის გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს რა შეუძლია საქართველოს.
ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვის დროს.