თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ რა საქმე, ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ რუსული კანონი და დღეს რაღა ვქნათო. თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ეს ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ და თქვენთან ერთად არიან, სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ.
ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს. ის ამ წუთებში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავს.