ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია. ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არამხოლოდ 30 წელია, რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ - ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები, არის მისი ღირებულებები. რომ არ შეიძლება, ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან, არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არიყოს დამოუკიდებელი და ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ (კი, ეს გავა, რომელიმე პარტიის არჩევანზე), მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ამ სამოქმედო გეგმის მეშვეობით - ჩვენ ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.