ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერავინ ვერაფერს გვიზამს. ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია.
ვერავინ დღეს, ხვალ და ზეგ ვინც რუსული ნიშნით, რუსული დროშით და რუსული დამონებით შემოვა საქართველოში, ვერ გაიმარჯვებს ვერასოდეს.
მე არ ვიცი დასავლეთის რეაგირება [რუსულ კანონზე], ალბათ იქნება, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა - გვინდა ის, რაც მოხდა 9 აპრილს, თუ გვინდა ის, რაც მოხდა 1991 წლის 9 აპრილს?! არჩევანი საქართველოსთვის ეს არის - ან დამოუკიდებლობა ან დამონება, ან ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ვიცით, რა გვინდა.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.