მაშინ როდესაც რუსეთიდან გამოფრენილი ავიახომალდი თბილისში ეშვებოდა, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ანტიევროპული და ანტიეროვნული რიტორიკის მორიგ რეკორდს ამყარებდნენ. ამ მხრივ თავი კვლავ პრემიერმინისტრმა გამოიჩინა. ჩვენ რომ ევროკავშირის პოლიტიკას დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ წევრი, ამას წლები დასჭირდება - განაცხადა ღარიბაშვილმა. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები თავს ესხმიან და ლანძღავენ საერთაშორისო პარტნიორებს, თუმცა არ პასუხობენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ლახავენ. მთავრობას ამ დრომდე ამ ჰქონია საპასუხო რეაქცია თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, სერგეი გავრილოვისა და და სხვა ოკუპანტების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომ ფრენების აღდგენას აუცილებლად მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც.