პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა

პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა

ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.

მისი თქმით, კანდიდატურას "ოცნების" პარლამენტს წარუდგენს. კობახიძემ თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა, რომელიც დღეს გადადგა და პრემიერის მრჩეველი გახდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.