პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

პოლტავაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ პოლტავაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, 270-ზე მეტი დაშავდა. მოქალაქეების ძებნა კვლავ გრძელდება.

რუსეთი 3 სექტემბერს, გვიან ღამით პოლტავაში ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას თავს დაესხა.

თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ, სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და ოფისის შენობა დაზიანდა.