პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი წერს.

"დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვანადგურებთ ქართულ ბანდებს. არა სიტყვები, არამედ მოქმედებები," - წერს ტუსკი.

პრემიერ-მინისტრი განცხადებას ურთავს ვიდეორგოლს, რომელშიც სასაზღვრო პოლიცია ქართველი არალეგალი მიგრანტების ესკორტირებას ახდენს თვითმფრინავამდე.