აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს.
პოლიციელები მომიტინგეებს ეუბნებიან, რომ "ისინი ხმაურობენ და ხალხს აღვიძებენ".
დაფიქსირდა ძალადობის ფაქტებიც - ერთ-ერთმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ადამიანების დაკავებასა და ძალის გამოყენებით მსვლელობის ჩაშლის მცდელობას აპროტესტებდა, ხელი უბიძგა და დააგდო.