პოლიციამ თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ლაშა დგებუაძე დააკავა

პოლიციამ თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთი აქციის მონაწილე, ლაშა დგებუაძე დააკავა

თავისუფლების მოედანზე, პოლიციამ კიდევ ერთი აქციის მონაწილე — ლაშა დგებუაძე დააკავა.

იქამდე, პოლიციამ აქციის 2 მონაწილე დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამოსვლა დაკავშირებულია გუშინ, აღდგომის საღამოს, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებასთან. მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტთან და პროტესტის ნიშნად ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ, თავისი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზებით, გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა.