ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის. სახელმწიფო დაწესებულების - გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნაც იმეორებს ჯერ კიდევ დოკუმენტის მომზადებამდე ხელისუფლების პირველი პირების ზეპირი განცხადებების შინაარსს. დასკვნის არსი ისაა, რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება შეეძლო. ფორმულამ დამოუკიდებელი სპეციალისტების კრიტიკული შეფასებები მოისმინა.