2 000-2 000-ით დააჯარიმეს 2 პირი, რომლებიც თვალჭრელიძეზე კორპუსიდან გამოასახლეს და დააკავეს

2 000-2 000-ით დააჯარიმეს 2 პირი, რომლებიც თვალჭრელიძეზე კორპუსიდან გამოასახლეს და დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულები - ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.

ისინი თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებულები არიან.

24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.

ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები - მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადებას კიდევ 12 დაკავებული ელოდება, მათგან 4 პირის პროცესი გადაიდო.

დაკავებულთა შორის არიან საცხოვრებელში მცხოვრები ადამიანები, ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.