გახარია: ჩემი მხარდაჭერა საქართველოში EU-ის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის

ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში.

ქართული ოცნების რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას - ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს.

ქართული ოცნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა.

წერს გახარია-საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია X-ზე.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისნკისთან დაკავშირებით თქვა, რომ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, "ქვეყნიდან გააძევებდა".