
ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე 27 წლის კაცი დაიხრჩო. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ადგილობრივების მიერ ფორმულასთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვარის მიმართულებით, იახტკლუბის ბეტონის გალავანით გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვერ შეძლო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.