პესკოვისთვის ცნობილი არაა, მიულოცავს თუ არა პუტინი ტრამპს გამარჯვებას

პესკოვისთვის ცნობილი არაა, მიულოცავს თუ არა პუტინი ტრამპს გამარჯვებას

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისთვის "ცნობილი არაა" ვლადიმირ პუტინის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა დონალდ ტრამპს გამარჯვებას.

"მაინც არ დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩართულია ომში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, ხომ არ ეწყინება ტრამპს, თუ პუტინი საბოლოოდ არ მიულოცავს მას გამარჯვებას, და ხომ არ გააუარესებს ეს აშშ-სა და რუსეთს შოპრის ურთიერთობებს, პესკოვმა თქვა:

"უფრო გაუარესება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შემდეგ კი უკვე დამოკიდებული იქნება აშშ-ის მომდევნო ხელმძღვანელობაზე. პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ის ღიაა კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და ერთმანეთის წუხილის გათვალისწინების სურვილზე".