პესკოვის თქმით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში პუტინს შეხვდება

პესკოვის თქმით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში პუტინს შეხვდება

კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

პესკოვის მტკიცებით, პუტინისა და უიტკოფის შეხვედრაზე "უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტი" განიხილება.

სამუშაო გრძელდება. ბუნებრივია, უიტკოფი, როგორც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, პუტინს თავისი პრეზიდენტისგან რაღაცას გადასცემს. პუტინი მას მოუსმენს. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე საუბარი გაგრძელდება.

"ბევრი ასპექტია, შინაარსი ძალიან რთულია. ამიტომ საუბრები, როგორც წესი, საკმაოდ გრძელია. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის უიტკოფის მეშვეობით გადმოვცეთ რუსეთის პოზიციის ძირითადი ელემენტები, რუსეთის მთავარი საზრუნავი, რომელიც შემდეგ გახდება ცნობილი პრეზიდენტ ტრამპისთვის", - თქვა პესკოვმა.

მანამდე, პესკოვმა თქვა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა.