კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნებში არავითარი ჩარევა არ მომხდარა და შედეგები ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს.
პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, "უსაფუძვლოა".
"თუ რამეა, ეგრევე რუსეთს ადანაშაულებენ. ეს ასე არ არის. არავითარი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩვენ მკაცრად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყნები ამ არჩევნების შედეგებში არ ჩაერიონ.
იგივე ქალბატონი პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] ამბობდა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აქ ზუსტად არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებში არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საქართველოს შიდა საქმეა", - თქვა პესკოვმა სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტისთან სატელეფონო საუბარში.
***
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:
ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.
26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.
ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.
ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.
სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.
ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს.