პესკოვი ზელენსკის განცხადებაზე: რუსეთისთვის მშვიდობის იძულება შეუძლებელია

პესკოვი ზელენსკის განცხადებაზე: რუსეთისთვის მშვიდობის იძულება შეუძლებელია

კრემლში "ფატალურ შეცდომას" უწოდებენ უკრაინის ხელისუფლების განცხადებას, რომ რუსეთს მშვიდობა შეიძლება მხოლოდ "აიძულო". ამის შესახებ ბრიფინგზე პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

24 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და არა შეჩერდეს ან გაიყინოს. მისივე თქმით, მშვიდობა შეიძლება მხოლოდ "აიძულო" რუსეთს, როგორც ომში ერთადერთ აგრესორსა და გაეროს წესდების ერთადერთ დამრღვევს.

"პოზიცია, რომელიც რუსეთისთვის მშვიდობის იძულების მცდელობას ეფუძნება, აბსოლუტურად ფატალური შეცდომაა. რადგანაც რუსეთისთვის მშვიდობის იძულება შეუძლებელია. რუსეთი არის მშვიდობის მომხრე, მაგრამ მისი უსაფრთხოების საფუძვლების უზრუნველყოფისა და იმ ამოცანების შესრულებით, რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე დგას. ამ მიზნების მიღწევის გარეშე რუსეთის იძულება შეუძლებელია", - განაცხადა პესკოვმა.