კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება.
"თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, ალიანსის წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება", - თქვა პესკოვმა.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მაკრონის თქმით, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა ომი ვერ მოიგოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება შეუცვლელია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.