
კრემლში 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურნენ, სადაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ის მოუწოდებს, "არ გაუსწრონ მოვლენებს".
"თქვენ ცოტა წინ უსწრებთ. ჩვენ ამის გაკეთება არ გვსურს. გუშინ პრესასთან საუბრის დროს რუბიომაც და უილცმაც თქვეს, რომ სხვადასხვა არხებით გადმოგვცემენ დეტალურ ინფორმაციას ჯიდაში გამართული საუბრის არსზე. ჯერ ეს ინფორმაცია უნდა მივიღთ", - თქვა კრემლის სპიკერმა.
***
გუშინ, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
ამასთან, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.
"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.
აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს.
11 მარტს უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.
მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა The Economist წერდა, რომ ცენტრალური როლი შესაძლოა დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.