სამწუხაროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრული შეცდომების დაშვება ხდება. მათ იციან [საქართველოს მთავრობამ] NATO-სა და ევროკავშირის პოზიცია და ცდილობენ, ნდობა გაანადგურონ. ყოველ შემთხვევაში, ასე ესახებათ საქართველოს მეგობრებს დასავლეთში, რომ ეს არის წინასწარ განზრახული შეტევა. ასეთი უზარმაზარი შეცდომები? შეცდომა შეიძლება დაუშვა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ხელზე თითები მეყოფა ეს შეცდომები, რომლის განმეორებით ჩადენაც ხდება? ყოველ დღე ვკითხულობ საქართველოს შესახებ მოხსენებებს და სამწუხაროდ, ერთსა და იმავე სიტყვებს ვპოულობ, რომლებიც ძირითადად პუტინის პოზიციებს ასახავს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა, რომელსაც ლუკაშენკო უშვებდა რაღაც პერიოდის განმავლობაში - ცდილობდა პუტინისთვის ესიამოვნებინა, აჩვენებდა დამშვიდების პოლიტიკას. შევხედოთ ახლა ბელარუსს. თქვენი აზრით რამე მოიგო ბელარუსმა? ფაქტობრივად, ოკუპირებული ჰყავს რუსეთს. პუტინის დამშვიდება და პუტინის წინაშე დაჩოქება აგრესიის გამომწვევია და საქართველოს პოზიციები რუსეთთან მიმართებით ძალიან ცუდი სიგნალის მომცემია. [...]
თუ დამშვიდების და დაწყნარების პოლიტიკას განახორციელებთ, მოიწვევთ რუსეთს იმისათვის, რომ ოკუპაცია მოხდეს თქვენი ქვეყნისა. დადექით უკრაინის გვერდით, შეწყვიტეთ ფრენები, შემოიღეთ სანქციები, დახურეთ საზღვრები. თუ ფიქრობთ, რომ ვაჭრობა რუსეთთან გადაგარჩენთ - არა! უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებით რუსეთზე და უფრო და უფრო მოწყვლადები.