აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
პატელს ჟურნალისტმა საქართველოს ოფიციალური პირების აშშ-ში ვიზიტებთან დაკავშირებით ჰკითხა: "არის თუ არა შერეული გზავნილები ოფიციალური პირების მოწვევით და შემდეგ თქმით, რომ ოფიციალური პირები დაასანქცირეთ?"
პატელი ამბობს, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში და ასევე აღნიშნავს, რომ კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც "ეჭვგარეშეა, რომ ისაუბრებენ".
"როდესაც საქმე ეხება საქართველოს - ჩვენ ამ ბრიფინგ ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან.
საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს და გვინდა, ამ საკითხებს პრიორიტეტი მივანიჭოთ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში.
როცა საქმე ამ კონკრეტულ კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ ჩემგან და მეთიუსგან [მილერი], ბევრს ვსაუბრობდით რა პრობლემებიც გვაქვს და როგორ მივიჩნევთ, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც ეჭვგარეშეა, რომ მათთან ვისაუბრებთ"- თქვა პატელმა.