
"ოცნების" სუს-მა პროპაგანდისტულმა მედიის, "იმედის" გათიშვის ფაქტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
მათიც ცნობით, "იმედთან" ერთად დროებით მაუწყებლობა შეუწყდათ „მაესტროსა“ და „ჯიდიესსაც“.
"ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები” — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში
ცოტა ხნის წინ, პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი მაუწყებლობა „დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა”.