
რუსთაველის გამზირზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.
ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.
რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტში შექმნილი "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" მუშაობას აპროტესტებენ.