
პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცდა ე.წ. FARA-ს კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით იყო წარდგენილი. კანონპროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საბოლოოდ მიღებულ კანონპროექტს "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" ეწოდა. ამასთან ერთად, დამტკიცდა "სისხლის სამართლის კოდექსში" შეტანილი ცვლილებები, რომლებიც კანონის აღსრულების მექანიზმებს განსაზღვრავს.
კანონის მიხედვით, დადგენილია უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის პროცედურები. კანონპროექტი მოიცავს რეგისტრაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხებს. აგრეთვე განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების პირობები და მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით მიღებულ კანონში განმარტებულია უცხოური პრინციპალის აგენტის ცნება და მისი ვალდებულებები. დოკუმენტში გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კენჭისყრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ "ამერიკული სტანდარტისა და ზუსტი ასლის კანონი მიღებულია".
კენჭისყრაზე საბოლოოდ მიიღეს: