საქართველო პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძისთვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილებას მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პარლამენტი უფლებამოსილია იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს.
მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნის გამო შეუწყდა.