პარლამენტის წინ სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.
ამ დროისთვის, პარალმენტის მიმდებარედ პოლიციელები არიან მობილიზებული - მათ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული.
ამასთან, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ფარებით დგანან.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავისუფლების მოედანზეც იმყოფებიან, სადაც შსს-ს სპეცტექნიკაც დგას.