პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება ორჯერ გამოაცხადა.
პირველ ჯერზე რეგისტრაცია 71-მა დეპუტატმა გაიარა, ხოლო მეორე მცდელობაზე - 73-მა. კვორუმისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო.