
ელისეის სასახლეში უკრაინის, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მთავარი თემა უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა.
შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ.
ასევე, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ემანუელ ბონი, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის, მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.