ქალბატონო სალომე, თქვენ ახლა გამოსვლაში, ერთ-ერთ ბრალდებულს გადაუხადეთ მადლობა. მე მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, მადლობას გადაუხდით, თუ არა? მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა სხვა ადამიანს და ცეცხლი წაუკიდა, გადაუხდით თუ არა მას მადლობას კვლავ? არა, მითხარით, კი თუ არა.
არ გაქვთ ამაზე პასუხი? კითხვის არსი ხომ გესმით? შეგიძლიათ გაიგოთ კითხვა? ანუ, არ პასუხობთ ამ კითხვას. მე მგონი, მთელი თქვენი ფარისევლობა ამაში არის, რომ არ პასუხობთ კითხვას მაინც. მე ასე გავიგე, რომ თუ დადასტურდა, რომ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით, ასე გავიგე. გასაგებია, თქვენ ამბობთ, რომ მადლობას გადაუხდით, თუკი დადასტურდა, რომ მან ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით. იმიტომ, რომ სწორად დაასხა ბენზინი და სწორად წაუკიდა. ამას გულისხმობთ, ხომ? გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, გასაგებია.
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაშეუფარდა.