ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოზე მიღებული, უმრავლესობაზე მიღებული და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკურ გუნდში - მე მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისთვის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება...
მათი რეაქცია დასტურია იმის, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ წინა ჩვენ წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა - ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება. მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ის თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი ამ პოზიციაზე.
განაცხადა პარლამენტარის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
*ქართული ოცნებისპრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.