სამწუხაროდ, პრეზიდენტის ასეთი განცხადებაც ახალისებს, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს თქვას, რომ პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასე და ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, მერე სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე უცხო ქვეყნის ელჩმა ასეთი რაღაცა თქვას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ შეძლო ამ ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე - როდესაც ნახა თუ რასთან ჰქონდა საქმე, რაოდენობიდან გამომდინარე, იზრუნა მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე და არავის ერთი ნაკაწრიც არ გასჩენია.
განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
დღეს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტი ძალადობრივი ჯგუფებისგან თავდასხმის გამო ვერ ჩატარდა. თბილისი პრაიდის წევრებს და მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.
მომხდართან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სამართალდამცავ სტრუქტურებს ფესტივალის ტერიტორიის დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული"