სამწუხაროდ, ზოგიერთი ამ აქტორების განცხადებებს რომ ვისმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პოლიციას ნებისმიერ ფასად უნდა გაეკეთებინა იმის უზრუნველყოფა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო. პოლიცია პრიორიტეტებს ალაგებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და კანონმდებლობის მიხედვით სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ხელშეუხებლობა არის უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ღონისძიების ჩატარება. ეს ღირდა თავად ამ ღონისძიების მონაწილეებისთვის, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეჰქმნოდა? პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა ამ შემთხვევაში.
განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
დღეს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტი ძალადობრივი ჯგუფებისგან თავდასხმის გამო ვერ ჩატარდა. თბილისი პრაიდის წევრებს და მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.