პაპუაშვილი: ბორელთან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, EU-ს გადაწყვეტილება იყოს დამსახურებაზე

ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი.

ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად, სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ. ბორელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.