პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გამო სომხეთის ელჩი ისრაელში საყვედურისთვის დაიბარეს

პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გამო სომხეთის ელჩი ისრაელში საყვედურისთვის დაიბარეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელში სომხეთის ელჩი მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა", - აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ სომხეთმა ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას გაეროში მხარი დაუჭირა, ამასთან, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით არის დაინტერესებული.