პაკისტანში ტერაქტის შედეგად რკინიგზის სადგურზე სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ტერაქტის შედეგად რკინიგზის სადგურზე სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, რკინიგზის სადგურზე ტერაქტის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი დაშავდა.

აფეთქება დილით მოხდა, როდესაც მატარებელი კვეტადან პეშავარში აპირებდა გამგზავრებას.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფებამ ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ აიღო. პოლიციის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტმა გამოიწვია.

პოლიციის მაღალჩინოსნის განცხადებით, სავარაუდო, ტერორისტს 6-8კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა. დაღუპულებს შორის არიან როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე სამხედროები.

ბელუჯისტანი პაკისტანის უმსხვილესი პროვინციაა და ბუნებრივი რესურსების კუთხით ყველაზე მდიდარია, თუმცა ნაკლებად განვითარებული.