გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი მოკლა - როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე ბრალდებული უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლითა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.