ორდენოსანი დამნაშავეები - ქართული ოცნება მოქალაქეების უმოწყალოდ ცემას ღირსეულ პასუხს უწოდებს. ივანიშვილის პარტია დღეს ხარებას იცავდა. უტიფრობად შეფასდა ივანიშვილის ქვეშევრდომის, მდინარაძის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე, როცა მედიის წარმომადგენელმა მას ბრიფინგზე ხარებას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული აჩვენა. სხვები დღეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავდნენ პოზიციას და აცხადებდნენ, რომ ზვიად ხარაზიშვილი და სხვა მოძალადეები სწორად იქცევიან და მათ მოქალაქეებზე მოძალადეები გმირებად მონათლეს.