ქართული ოცნების მხარდამჭერი პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ცესკო-ს გამოცხადებულ შედეგებს საქართველოს გამარჯვებას უწოდებს, ამბობს, რომ პროდასავლურმა ხალხმა საქართველო უნდა დატოვოს.
მისი თქმით, მათ მოუწევთ რუსული სიმღერების მოსმენა და რუსი ხალხის ქვეყანაში ატანა, თუ ეს არ უნდათ, ქვეყნიდან უნდა წავიდნენ, ჩაბარდნენ, თავად კი აქ "წელში გამართულები" იცხოვრებენ.
"ჭამეთ ახლა "პეჩენია" "იუბილენოე", მოუსმინეთ ალეგროვასა და შუფუტინსკის... აი, ეს 4 წელი მოგიწევთ რუსული სიმღერების მოსმენა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, მოგიწევთ რუსული "პეჩენიის" ჭამა და ბევრი რამე მოგიწევთ. თუ არ გინდათ, აგერ არის უამრავი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, წაბრძანდით, ბატონო, არ გინდათ ეს ქვეყანა? წადით საქართველოდან, წადით იმ სოდომისტურ ევროპაში, ჩაბარდით და "მოწმინდეთ უკანალი".. ჩვენ ვიცხოვრებთ წელში გამართულად... თქვენ წახვალთ, ჩაბარდებით ევროპულ ბორდელებში, თქვენი ადგილი იქ არის", - თქვა მან.
სწორედ ცესკო-ს გამოცხადებულ შედეგებს გააპროტესტებენ მოქალაქეები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე. არჩევნების შედეგეს არ აღიარებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია. ისინი დღევანდელ აქციას შეუერთდებიან.