ოცნების ე.წ. დეპუტატების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს ირაკლი კობახიძეს. ფორმულას ინფორმაციით, არალეგიტიმური პრემიერის ვიზიტი მასპინძელმა მხარემ ჩაშალა. ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს და გელა სამხარაულს კი აბუ-დაბის დატოვება აეკრძალათ, რადგან ჯგუფურ თავდასხმაზე გამოძიება გრძელდება. ფორმულას წყარო უყვება რომ ე.წ დეპუტატების დახმარებაში აქტიურადაა ჩართული საელჩო.