ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა. ბერაია ოცნების არალეგიტიმურ XI მოწვევის პარლამენტში მათი სიით შევიდა, თუმცა ოცნებისგან ფორმალურად წასული "ხალხის ძალის" წევრია.
მის დანიშვნაზე ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო წერს, რომ ბერაია პროფესიით ეკონომისტია და "აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება".