ოლიგარქის რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაში. ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს. პარტნიორების ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დემოკრატიული სამყარო მილიარდერის მთავრობას არ აღიარებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა ინვესტორების და ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად - თუმცა დეფაქტო ხელისუფლებამ ქვეყანა ისეთ კრიზისში შეიყვანა, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზეც კი აღარ იწვევენ.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა, რასაც ოცნების მხრიდან ცოტახნისწინ საგანგებო განცხადება მოჰყვა.