ოცნება: ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ოცნება: ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

განცხადების თანახმად, საუბრის ინიციატორი ემანუელ მაკრონი იყო.

"მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა"- ნათქვამია განცხადებაში.