ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სამ პირს, რომლებიც ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.

პროკურატურა მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი ამჟამად მიმალვაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულ ახალგაზრდა კაცს ოჯახის 2 დღე ეძებდა.