ორბანის თქმით, EU-მა ტრამპის გამარჯვების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას "უნდა გადახედოს"

ორბანის თქმით, EU-მა ტრამპის გამარჯვების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას "უნდა გადახედოს"

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროკავშირმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას უნდა გადახედოს.

Reuters-ის თანახმად, ეს განცხადება უნგრეთის პრემიერმა ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა.

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე "ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს".

"ამერიკელები ამ ომს დატოვებენ, უპირველეს ყოვლისა, ისინი არ წაახალისებენ ომს. ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს. ვიღაცებს ამ წაგებულ ომში უზარმაზარი თანხების გაგზავნა კვლავ სურთ, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც დუმს და ვინც ფრთხილად ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ სიტუაციას, იზრდება", - აღნიშნა ორბანმა.