ორბანი: რუსეთი NATO-სა და ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ისინი ამისთვის სუსტები არიან

ორბანი: რუსეთი NATO-სა და ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ისინი ამისთვის სუსტები არიან

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მას არ ეშინია უკრაინის ომის დასავლეთში გავრცელების, რადგანაც, მისი აზრით, რუსეთი NATO-სა და ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"რუსები ამისთვის ძალიან სუსტები არიან. მათ უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლიათ, ამიტომ NATO-ზე თავდასხმა ნამდვილად არ შეუძლიათ", - თქვა მან.

ორბანი ასევე ამბობს, რომ კრემლს "მხოლოდ ძალის ენა ესმის", თუმცა მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, მისი თქმით, მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებითაა შესაძლებელი.

"ვფიქრობ, რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით. ევროპა კი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გაძლიერდეს და რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება უნდა დაიდოს", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა ინტერვიუში.

მან ასევე გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს პუტინს და დასძინა, რომ მას უნგრეთში "ყველა საჭირო პირობა ექნება."