ოფიციალური მონაცემებით, ავიაკატასტროფას ბრაზილიაში 61 ადამიანი ემსხვერპლა

ოფიციალური მონაცემებით, ავიაკატასტროფას ბრაზილიაში 61 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკომპანია Voepass-ის განახლებული მონაცემების მიხედვით ავიაკატასტროფას ბრაზილიის ქალაქ საო პაულოში 61 ადამიანი ემსხვერპლა.

"კომპანია მწუხარებით გაცნობებთ, რომ ფრენის ბორტზე მყოფი 61-ვე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია Voepass-ის განცხადებაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 62 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ავიაკომპანიამ დააზუსტა, რომ ბორტზე 57 და არა 58 მგზავრი იმყოფებოდა.

"ამ დროისთვის, Voepass Linhas Aéreas პრიორიტეტს ანიჭებს შეუზღუდავი დახმარების გაწევას მსხვერპლთა ოჯახებისთვის და ეფექტურად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან ავარიის მიზეზების გამოსაძიებლად", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.