ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის პროცედურა მთელი დღის განმავლობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. ქარტიას სულ 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
ქარტიას ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა:
საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე
აღსანიშნავია, რომ ქარტიას არ შეუერთდა გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.
***
ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.